Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის N109;
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საწყობი);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნება და პროცესების დაგეგმვის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (ERP უპირატესობად ჩაითვლება);
** გუნდის მართვის გამოცდილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ოპერაციული პროცესების სრული მართვა (მიღება, განთავსება, გაცემა);
** მარაგების კონტროლი;
** საქონლის სწორი ლოკაციის, ეტიკეტირებისა და კოდირების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა და განხორციელება;
** საწყობის თანამშრომლების მართვა, დავალებების განაწილება და კონტროლი;
** წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა საწყობში;
** მიწოდებისა და შიდა გადაზიდვების კოორდინაცია;
** მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "საწყობის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე