|
დასახელება:
ლოგისტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვაცხადებთ ვაკანსიას ლოგისტიკოსის პოზიციაზე, სასაწყობე მეურნეობის სამსახურში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
მისამართი: ფეიქრების ქუჩა/წყალსადენის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ - 24 სთ ცვლა
ანაზღაურება: 1200 ლარი (NET-ხელზე ასაღები თანხა)
სამუშაოს მიზანი: საავარიო სამსახურებიდან შემოსული შეტყობინების პროგრამული დამუშავება; მისამართებზე მასალების ოპერატიულად გაგზავნის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** მასალების აგროვება და ბორტზე განთავსება.
** ცვლის გადაბარება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
** ლოგისტიკის ტრანსპორტის მისამართებზე ოპერატიულად გამოცხადების მონიტორინგი, შეფერხებების შემთხვევაში შესაბამისი პირის ინფორმირება.
** დამატებით საჭირო ტექნიკის მოთხოვნის უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** Ms Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|