Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სოლარ ავტო
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"სოლარ ავტო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია: "სოლარ ავტო" - ელექტრომობილების დილერი, რომელიც 2022 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ შესყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროთი.

გუნდის წევრი იქნება პასუხისმგებელი პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციაზე და შესყიდვების პროცესის მართვაზე.

მთავარი მოვალეობები:

** ელექტრომობილების სათადარიგო ნაწილების შესყიდვის პროცესის მართვა და განვითარების ხელშეწყობა
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
** კომპანიის სტანდარტების დაცვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ან დაინტერესება შესყიდვების განხრით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00, შაბათი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 1500+ ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: contact@solarauto.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე