Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Skio Gudauri
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
აპარტ სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსისა და მასთან ინტეგრირებული სასტუმროს ფუნქციების იდეალური მიქსია.
აპარტსასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე, "Skio Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სკიო", სასრიალო აღჭურვილობის გაქირავება, ასევე ხელმისაწვდომია Ski in/out კონცეფცია.

"Skio Gudauri" აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 2000 ლარი
სასტუმრო უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** აპარტსასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სტუმრის Check in და Check out პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ინფორმირება დაინტერესებულ პირთათვის, აპარტამენტების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ
** -შემოსული ჯავშნების, ზარების და მეილების მართვა და კომუნიკაცია
** სტუმრებისთვის საჭირო გასაღები ბარათების დამზადება და სხვა საჭირო ინვენტარის/ინფორმაციის მოგროვება/დამუშავება
** -სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტებით
** მეგობრული კომუნიკაციის დამყარება აპარტსასტუმროს სხვა თანამშრომლებთან
** სერვისების და სივრცეების ეფექტურად შეთავაზება სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის
** სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

მოთხოვნები და უნარები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** პიროვნული მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: booking@skio.ge ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურში.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე