|
დასახელება:
საწყობში Reach Truck ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობში Reach Truck (სტელაჟორი, დამტვირთველი) ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა:
Reach Truck (სტელაჟორის) ოპერატორი პასუხისმგებელია საწყობში პროდუქციის უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ გადაადგილებაზე, მაღალ სტელაჟებზე სწორად განთავსებასა და ჩატვირთვა-გატვირთვის პროცესების შესრულებაზე, კომპანიის შიდა სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის (მაგალითად, პალეტების) სპეციალური ტექნიკით (Reach Truck/სტელაჟორი) უსაფრთხოდ გადაადგილება და განთავსება;
** მიღებული პროდუქციის ატანა და განთავსება მაღალ თაროებზე (სტელაჟებზე), ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე; პროდუქციის გადაადგილება სამარაგო თაროებიდან საცალო თაროებზე;
** საწყობის ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო სხვა გადაადგილებების შესრულება;
** უსაფრთხოების წესის დაცვის უზრუნველყოფა, როგორც თავად თანამშრომლის, ასევე ტვირთის უსაფრთხოებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Reach Truck-ის, იგივე სტელაჟორის მართვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ყურადღებიანობა, დაკვირვებულობა და სიფრთხილე;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.01.2026
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 97002987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/LwGgfTmbKU
|
|
|
|