Робота для біженців з України
პირადი მძღოლი - თბილისი, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სს "ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი - საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა საჭიროებისამებრ;
** დამსაქმებლის წარმომადგენლის შეხვედრებზე, ღონისძიებებზე და სხვა მიმართულებებით გადაყვანა;
** სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
** თბილისში არსებული ლოკაციების/გზების/ქუჩების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე