|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
sheniamanati.ge
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
შპს "ამანათი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.
მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სასურველია ექსელის ცოდნა;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
განრიგი:
1 კვირა - 09:00-დან 15:00-მდე.
2 კვირა - 15:00-დან 21:00-მდე.
ყოველი მეორე შაბათი - სამუშაო 10:00-დან 17:00-მდე.
მდებარეობა: საბურთალო, შ. ნუცუბიძის ქ. 121 ან 300 არაგველი, ბოჭორმის ქ8.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@amanati.ge
გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.
|
|
|
|