Робота для біженців з України
სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სამშენებლო ჰოლდინგი აცხადებს შერჩევას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე. კომპანია ოპერირებს როგორც დეველოპერული ასევე სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებით. ჰოლდინგი მოიცავს საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს:

** სამშენებლო/დეველოპერული მიმართულება (მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე)
** ინერტული მასალების მოპოვება და გადამუშავება (კასპი)
** ღრუტანიანი გადახურვის ფილების წარმოება (გლდანი)

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00; შაბათი 10:00-14:00; (თვეში 2-ჯერ).
დასვენების დღე: კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტთა მოძიება, მათთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის გამართვა;
** წარმოებაში მოსულ კლიენტთა მომართვიანობის მართვა, პირველადი კომუნიკაცია და მათთვის მასალათა შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
** სამშენებლო მასალების სპეციფიკაციის მიხედვით ნახაზების შექმნა და სხვა საჭირო პარამეტრების დამუშავება;
** სამშენებლო პროექტის მიხედვით, კლიენტისთვის საჭირო სამშენებლო მასალის შეთავაზება მასალათა სპეციფიკაციების განსაზღვრის შესაბამისად;
** შეკვეთის მიღების შემდეგ წარმოებისთვის სამშენებლო მასალების წარმოების გეგმა-გრაფიკის შედგენა-მიწოდება;
** შეკვეთების შესრულებისა და მიწოდების ვადების მართვა;
** კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების ტრანსპორტირების დოკუმენტური უზრუნველყოფა;
** კლიენტების მიერ ფინანსური ანგარიშგებების კონტროლი;
** შესრულებულ სამუშაოთა რეპორტინგისა და ინფორმაციის მიმოცვლის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, არქიტექტურულ სფეროში
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენა - ინგლისური, რუსული
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დახვეწილი კომუნიკაცია და პრეზენტაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

რეზიუმეები მიიღება ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: hr@mega.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 იანვარი.

"მეგა ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მეგა ჰოლდინგის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე არაუმეტეს ერთი თვის ვადით, რის შემდგომაც მონაცემები განადგურდება. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეს წარმოუდგენლობა შესაძლოა გახდეს თქვენი დისკვალიფიკაციის საფუძველი.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები სრულად არის განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავით.

მეგა ჰოლდინგი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე