|
დასახელება:
ცვლის უფროსი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; დღისა და ღამის ცვლები
პოზიციის მიზანი
რძის პროდუქტების წარმოების პროცესების ორგანიზება და კონტროლი ცვლის განმავლობაში, კომპანიის რესურსების განაწილებისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
** მზა პროდუქციის წარმოების პროცესების ორგანიზება, დაფასოების საამქროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ნედლეულის და სხვა მასალების ხარჯების შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ეფექტიანობის გაზრდა.
** საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება
** დაფასოების მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო წარმადობის გათვლების შესრულება, მზა პროდუქციის გამოშვების ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება.
** ნედლეულისა და სხვა მასალების ნორმების შემუშავება და დანერგვა, წუნდებული პროდუქციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
** რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება
** ყოველდღიური საწარმოო ანგარიშების დახურვა
** წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვა
** მზა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის / ცვლილების შესახებ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დროული ინფორმირება
** 1С პროგრამაში მზა პროდუქციის შესახებ მონაცემთა დროული შემოწმება
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება, სასურველია კვების ტექნოლოგიის მიმართულებით
** მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის მიმართულებით
** გუნდის მართვის გამოცდილება
** შედეგებზე ორიენტირება
** MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
** ქართული თავისუფლად; ინგლისური B2+ დონეზე
** ცვლის გრაფიკით (დღისა და ღამის ცვლები) მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ?
** პროფესიონალთა და ხელმძღვანელთა გუნდთან ერთად განვითარება და მხარდაჭერა
** კონკურენტული და ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** პეპსიკოს უნიკალური სასწავლო პროგრამები და რესურსები
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com 25 იანვრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|