Робота для біженців з України
ტენდერი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება
მომწოდებელი: აგროსერვისი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის" (GRAIL) ფარგლებში, ირიგაციით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტის ფარგლებში, ზედა რუსა (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 10 სოფელი) და ქვემო სამგორის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 13 სოფელი) სამიზნე არეალებისთვის ტარდება სხვადასხვა ფერმერების სატრენინგო ღონისძიებები.

აღნიშნული აქტივობების განხორციელების მიზნით გვესაჭიროება 20-ადგილიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მიკროავტობუსის) მომსახურება.

სატრანსპორტო კომპანია უნდა უზრუნველყოფდეს:

1. ზედა რუს ლოტი:

** ბენეფიციარების შეკრებას წინასწარ განსაზღვრულ ერთ ლოტზე- (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში);
** ბენეფიციარების გადაყვანას შესაბამის სამუშაო ლოკაციაზე;
** ადგილზე ჯგუფის ლოდინს;
** სამუშაოების დასრულების შემდეგ ბენეფიციარების უკან დაბრუნებას.

ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და მომზადებული გაზაფხულზე მინდვრებსა და არათანაბარ გზებზე გადაადგილებისთვის.

სავარაუდო მარშრუტები:

1. გორი - ბერბუკი - გორი
2. გორი - სათემო - გორი
3. გორი - საქაშეთი - გორი
4. გორი - არაშენდა - გორი
5. ქარელი - რუისი - ქარელი
6. გორი - შინდისი - გორი
7. გორი - ფხვენისი - გორი
8. გორი - ვარიანის მეურნეობა - გორი

და სხვა მსგავსი მარშრუტები ზედა რუსის სარწყავი სისტემის მიმდებარედ.

სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2026 წლის მარტი - ოქტომბერი (ჩათვლით)
სამუშაო დატვირთვა: ჯამში 42 სამუშაო დღე
დეტალური გრაფიკი მოწოდებული იქნება წინასწარ, ყოველი თვის 2-3 დღით ადრე.

2. ქვემო სამგორის ლოტი:

მარშრუტები:

საგარეჯო, ქვემო სამგორის მაგისტრალური არხის მიმდებარე სოფლების ტერიტორია-იორმუღანლო-ქვემო და ზემო ჩაილული- და სხვა მსგავსი მარშრუტები ზედა რუს სარწყავი სისტემის მიმდებარედ.

სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2026 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დატვირთვა: ჯამში 40 სამუშაო დღე. დეტალური გეგმა გრაფიკი მოგეწოდებათ წინასწარ ყოველი თვის 2 ან 3 დღით ადრე.

მნიშვნელოვანია უწყვეტი მომსახურება და სამუშაო პროცესის სრულ ციკლში მონაწილეობა. გთხოვთ, შემოგვთავაზოთ ერთი სამუშაო დღის ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით.

შეთავაზება გამოგვიგზავნეთ მეილზე: union.agroservice@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 იანვრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე