Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=690363&print=yes&view=jobs
 
ბარის მენეჯერი/პერსონაჟი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის მენეჯერი/პერსონაჟი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას ბარის მენეჯერი/პერსონაჟის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: რაც დასჭირდება ბარში ბარის გამართულ მუშაობას (შეიძლება იყოს კვირაში 2, 3 დღე ან 4)
ასაკი: შეუზღუდავი
ანაზღაურება: იმდენი რამდენზეც შევთანხმდებით

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ემოციური ინტელექტი;
** ბარმენობის გამოცდილება (აუცილებელი არ არის საუკეთესო, თან პირობითია ეგ გამოცდილება);
** გუნდის მართვის გამოცდილება (ესეც პირობითია);
** ახალი საქმის კეთების ენთუზიაზმი;
** ბარის ესთეტიკის საფუძვლების ცოდნა;
** თავგადასავლების და ამბების სიყვარული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია) - ის ვისაც შეუძლია გართობის სფეროში დასაქმებისას დარჩეს საქმიანი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** და კიდევ, ინფორმაციის ობიექტურად აღქმის და გადამუშავების უნარი, ასევე ინფორმაციის მოძრაობის კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაფუძნება.

თუ თვლით, რომ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია. ამასთან, რას გარგებთ ეს სამსახური თქვენ ეს სამოტივაციოდ არ გამოგადგებათ, რატომ ხართ ჩვენი სივრცისთვის საინტერესო და აუცილებელი პერსონაჟი ამაზე მოგვწერეთ

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 იანვარი, თუმცა ვჩქარობთ და თვის ბოლომდე დაგასაქმებდით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია