|
დასახელება:
უმცროსი ქოფირაითერი
|
| მომწოდებელი:
ალპაკა
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"ალპაკა" პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია, ვებგვერდი სასურველ სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველივე გვერდზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორებს, გაზრდილ ტრაფიკსა და კონვერტაციებს.
"ალპაკა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ქოფირაითერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 (on site)
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
მოკლე აღწერა:
ვეძებთ მიზანდასახულ და განვითარებაზე ორიენტირებულ Junior copywriter-ს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება მისიაში - გახადოს ქვეყნისთვის სასარგებლო ბიზნესები ცნობადი და წარმატებული. თუ არ გაშინებს სირთულეები და ცდილობ მიიღო სიღრმისეული ცოდნა, რათა შექმნა კონტენტი, რომელიც გაიბრწყინებს ონლაინ სივრცეში და შთააგონებს აუდიტორიას, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
ფუნქცია-მოვალეობები:
** კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა ვებგვერდებისთვის, ბლოგებისთვის, ანალიტიკური სტატიებისა და პრეს-რელიზებისთვის;
** ინფორმაციის სიღრმისეულად მოკვლევა სრულყოფილი კონტენტის შესაქმნელად;
** კონტენტის შექმნამდე სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნების, ინტერესებისა და ბრიფში არსებული ინფორმაციის კვლევა;
** არსებული კონტენტის განახლება და საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმიზაცია;
** ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მონაცემების მიღება;
** კონტენტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით SEO გუნდთან აქტიური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გრამატიკის, მართლწერის და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენებზე გამართულად წერის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას + Stock option-ებს;
** პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობასა და მუდმივ განვითარებას;
** დინამიკურ გარემოსა და საინტერესო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ვაკანსიაზე კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი იანვრიდან დაიწყება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ ნამუშევრები - https://alpaca.ge/vacancy/junior-copywriter/
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|