Робота для біженців з України
HoReCa სექტორის სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa სექტორის სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მაშტაბით (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa სექტორის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 + ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** აქტიური გაყიდვების წარმოება HoReCa მიმართულებით და მსხვილ B2B კლიენტებთან;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა (მოლაპარაკება, შეკვეთის მიღება, ხელშეკრულების გაფორმება);
** გაყიდვების ანგარიშგების წარმოება (ყოველკვირეული/ყოველთვიური);
** გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და კლიენტების ქსელის გაფართოება;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი (ფასები, აქციები, ახალი პროდუქტები);
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია HoReCa მიმართულებით);
** გაყიდვების წარმოების და ეფექტური მოლაპარაკებების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის ცვეთის ხარჯის კომპენსაციას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელმისამართზე: vacancy@sharmtrading.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HoReCa სექტორის სავაჭრო წარმომადგენელი"

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე