Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=690302&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
კომპანია "ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის/პრისელერის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. #44

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-დან 17:30-მდე;
** საშუალო ანაზღაურება 3000 ლარი;
** კომპანიის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მოვალეობები:

** ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი, პრობლემური ვალების დროული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, თაროზე განთავსება წინასწარ განსაზღვრული პლანოგრამის შესაბამისად; თაროზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
** გაყიდვების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, სარეკლამო საშუალებების კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი კლიენტების (მაღაზიების) რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარები და გუნდურად მუშაობის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია