|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ვენდინგ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
შპს "ჯორჯიან ვენდინგ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ლევან ალექსიძის ქ. N6
სამუშაო საათები: 10:00 სთ - 18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** საოფისე საქმიანობის ორგანიზება და კოორდინირება;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** კომპანიის ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა; საოფისე და სხვა სახის პროდუქციის შეკვეთა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება;
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის თანამშრომლებთან და გარე პირებთან/ორგანიზაციებთან, სხვადასხვა მომსახურების გამწევ პირებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა (წერითი; ვერბალური);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ჩვენს ელ-ფოსტაზე: info@geovending.ge.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|