|
დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ენთები
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
"ენთები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე სამშენებლო კომპანია "გრავიტასთვის".
კომპანიის შესახებ:
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. სამშენებლო კომპანია "გრავიტა" დამკვეთებს საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტება, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს ვთავაზობთ.
"გრავიტას" გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისის გეზის ტერიტორია (ლილოსთან ახლოს), თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კმ. (კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი; საწვავის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მიერ.)
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Balance-ის ცოდნას)
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** სწავლის თანადაფინანსებას ;
** კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნო შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruiting@ants.ge არაუგვიანეს 20 იანვრისა.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს "ენთების" რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატი გადაინაცვლებს კომპანიასთან გასაუბრების მეორე ეტაპზე.
თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|