|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
TNET
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
შემოუერთდი TNET-ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული ორშ. -პარ, 10:00-19:00.
შენი როლი "თინეთში":
** სოც. მედია არხების (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) მართვა და განვითარება;
** სოციალურ ქსელებში კონტენტ სტრატეგიის შექმნა და შესრულება;
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი;
** ვიზუალური კონტენტის შექმნისა და განახლების კოორდინაცია;
** სააგენტოებთან და კრეატორებთან თანამშრომლობა საჭიროების მიხედვით;
** სოციალური მედიის ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სოც. მედია მართვაში;
** გამოცდილება ციფრული კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებაში;
** გამოცდილება სააგენტოებთან თანამშრომლობაში;
** კრეატიული ხედვა და კომუნიკაციური ძლიერი უნარები.
თინეთში დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|