Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=690160&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.

ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://zion.ge/.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს.

ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, გრაფიკის მიხედვით. სამუშაო საათები: 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვებში შემომავალ სატელეფონო ზარებსა და Messenger-ში შეტყობინებებზე პასუხი;
** დაინტერესებულ პირებთან გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;
** აქტიური ლიდების გენერირება CRM სისტემაში;
** კლიენტების ბაზის მართვა და შენარჩუნება (follow-up, კავშირის შენარჩუნება);
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად ან პირისპირ;
** მომხმარებლებთან შეთავაზებების ელექტრონული ფოსტით, Messenger, WhatsApp, Viber და სხვა საკომუნიკაციო არხებით გაგზავნა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა როგორც ოფისში, ასევე სამშენებლო ობიექტზე;
** მომხმარებლისთვის ბინის შერჩევაში მონაწილეობა;
** მომხმარებლისთვის ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მომხმარებლის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღებაში;
** მომხმარებლის ბანკის წარმომადგენელთან დაკავშირება;
** გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოტენციური მომხმარებლისთვის ხელშეკრულების და სხვა საბუთების მომზადება;
** ყველა ზარის და ვიზიტორის CRM პროგრამაში აღრიცხვა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების წარმოებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების/ დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა);
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი უახლესი რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ბმულზე: https://wkf.ms/4p58ynC

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე.

ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@zion.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია