Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=690138&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე "მასტერ კოფი "აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.

ადგილმდებარეობა: ქ თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება:
** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
** პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
** გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა.
** დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან;

უნარ-ჩვევები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში გამოცდილება აუცილებელია;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება: შემოტანილი თანხის 3.5%.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო აგენტი ან დაგვიკავშირდეთ ტელ: +99 595 404 225.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია