Робота для біженців з України
ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: დარიცხული თანამდებობრივი სარგო 2, 190 ლარი.

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

** ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში საგადახდო ვალდებულებების და მოთხოვნის დროული შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ბუღალტრული შედარებების გაკეთება;
** კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ანგარიშების, აგრეთვე სტატისტიკური და სხვა ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
** სალაროს წიგნის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო და სახაზინო პროგრამების ცოდნა (ORIS, Fina; ESBA; E-Treasury);
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 23.01.2026

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე