|
დასახელება:
ექთანი
|
| მომწოდებელი:
ვიტა ინვიტრო კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 21 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 21 იანვარი
|
შპს "ვიტა ინვიტრო კლინიკა" (მის.: ქ. თბილისი, მარიჯანის 2ბ) აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამანიპულაციო ბლოკის მომზადება პროცედურისთვის.
** ანესთეზიოლოგის ასისტირება პროცედურის მიმდინარეობისას.
** სტერილობისა და ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვა.
** სამანიპულაციო ინსტრუმენტების, მასალებისა და აპარატურის მომზადება/კონტროლი.
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექთნის დიპლომი (სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა).
** ექთნად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას შესაბამისი ანაზღაურებით.
** თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამუშაო გარემოს.
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00სთ-17:00სთ.
** მონაცვლეობითი მორიგეობის საფუძველზე შაბათ-კვირა ანაზღაურებადი სამუშაო დღე.
** კალენდარულად, სახელმწიფოს მიერ დადგენილ უქმეებზე დამატებითი ანაზღაურებით.
** ანაზღაურება: 1800 ლარი (სახელმწიფო გადასახადების გარეშე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV)ელფოსტაზე direct@vitainvireoclinic.com, manager@vitainvitroclinic.com
|
|
|
|