Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგო ლოჯისთიქს გრუფ
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
ჩვენ ვართ დინამიკურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მოჭრილი ხელფასი (1000 ლარი) + ბონუსები (1500-9000 ლარი, დამოკიდებულია გაყიდვებზე) ;
** საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
** მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** სამუშაო დრო-ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით -10:00-18:00, დასვენება - შაბათი და კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

** დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
** მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:

** აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სატრანსპორტო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად);
** აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არის აქტიური და შრომისმოყვარე;
** ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური.

სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: contact@cargologistgroup.ge

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19.01.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე