|
დასახელება:
ექაუნთ მენეჯერი/პროდიუსერი
|
| მომწოდებელი:
Studio 9:16
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
"Studio 9:16" არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენს. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ექაუნთ მენეჯერს/პროდიუსერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — კლიენტის ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე.
თუ შეგიძლია მართო მოლოდინები, მოაგვარო პრობლემები სისწრაფეში და გესმის ვიდეო წარმოების პროცესი, ეს პოზიცია შენთვისაა!
ლოკაცია: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო გრაფიკი: სრული
რას გააკეთებ შენ:
შენი მთავარი მიზანია პროექტების შეუფერხებელი მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** კლიენტებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო, მეილი, მესენჯერი), შეხვედრებისა და "სტატუს ქოლების" ორგანიზება. კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და ფიდბექის ზუსტი გატანა გუნდთან.
** პროექტის მენეჯმენტი: ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე მთელი პროცესის მართვა. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების "თასქებად" ქცევა და დელეგირება Task Management სისტემაში.
** Pre-production და პროდაქშენი: გადაღების პროცესის სრული მენეჯმენტი: კასტინგი, ლოკაციების სკაუტიბგი/შერჩევა და ბიუჯეტირება.
** დედლაინების კონტროლი: ვადების მკაცრი დაცვა ყველა ეტაპზე (ბრიფი, იდეა, სკრიპტი, გადაღება, მონტაჟი).
** რისკების მართვა: პროცესში არსებული "ბოთლნექების" (შეფერხებების) დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა. რისკების შეფასება და კონფლიქტების პრევენცია.
** ხარისხის კონტროლი: Deliverables-ის შემოწმება ჩაბარებამდე და პროექტის დახურვა (მასალების ჩაბარება, რევიუ).
რა მოგეთხოვება:
** გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი ექაუნთ მენეჯერის ან პროდიუსერის პოზიციაზე (სარეკლამო ან პროდაქშენ სფეროში).
** ტექნიკური ცოდნა: ვიდეო წარმოების (Video Production) პროცესის ზედმიწევნით ცოდნა.
** ინსტრუმენტები: Task Management პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: Asana, Trello, ClickUp, Jira ან მსგავსი).
** სისწრაფე: მაღალ სამუშაო ტემპში ოპერირებისა და მულტიტასკინგის უნარი.
** კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** Ownership: ლიდერული თვისებები და პროექტზე სრული პასუხისმგებლობის (Ownership) აღების უნარი.
** Problem Solving: პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
** ემპათია: გუნდის წევრებისა და კლიენტების საჭიროებების სწორად გაგება და გათვალისწინება.
** დეტალებზე ორიენტირებულობა: მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ, რათა არაფერი გამოგრჩეს.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 3000-დან 4000 ლარამდე (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
** შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში.
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ფორმის შევსების დედლაინი 15 იანვარი
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/KJt3CVH8VRGVQCJZ8
|
|
|
|