Робота для біженців з України
ტენდერი პალიატიური/ჰოსპისური მზრუნველობის საჭირ. შეფასებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი პალიატიური/ჰოსპისური მზრუნველობის საჭირ. შეფასებაზე
მომწოდებელი: ციცინათელების ქვეყანა
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
ააიპ ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" ეძებს კვლევით ორგანიზაციას/მკვლევარ ექსპერტს

ბიუჯეტი: მაქსიმუმ 10 000 ლარი

ააიპ "ბავშვთა ჰოსპისი" არის დაწესებულება, რომელიც მზრუნველობას უწევს 0-18 წლამდე მძიმე, ქრონიკული სენით დაავადებულ ბავშვებს.

კვლევითი დავალება

0-18 წლამდე ბავშვთა პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის საჭიროებების შეფასება საქართველოში

1. შესავალი და კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია საქართველოში 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებში პალიატიური და ჰოსპისის მზრუნველობის საჭიროებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება, არსებული სერვისების და სახელმწიფო დაფინანსების ანალიზი, ასევე არსებული ხარვეზებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება:

** პოლიტიკის დაგეგმვისა და ადვოკატირების მიზნით;
** სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციების შესამუშავებლად;
** ბავშვთა პალიატიური და ჰოსპისის მომსახურების განვითარების დასაგეგმად;
** უცხოელებთან და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებებისთვის.

კვლევის ძირითადი ამოცანები

კვლევამ უნდა უპასუხოს შემდეგ ძირითად კითხვებს:

1. რამდენი ბავშვი (0-18 წელი) საჭიროებს საქართველოში:

** პალიატიურ მზრუნველობას;
** ჰოსპისის მომსახურებას (მათ შორის სახლში და სტაციონარში).
** რა დაავადებების/დიაგნოზების საფუძველზე ყალიბდება პალიატიური საჭიროება.
** როგორია გეოგრაფიული განაწილება (თბილისი / რეგიონები).
** რა სერვისებია დღეს ხელმისაწვდომი:
** სახელმწიფო სექტორში;
** კერძო სექტორში;

რას აფინანსებს სახელმწიფო ამჟამად:

** სამედიცინო;
** სოციალური;
** რეაბილიტაციის ან სხვა დაკავშირებული პროგრამების ფარგლებში.
** რა მომსახურებები არ არის დაფარული სახელმწიფო დაფინანსებით.

რა არის ძირითადი ბარიერები:

** ხელმისაწვდომობის;
** ფინანსური;
** საკადრო;
** ინფრასტრუქტურული.

როგორია ბოლო მსოფლიო სტატისტია?

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევა უნდა მოიცავდეს შერეულ მეთოდოლოგიას:

რაოდენობრივი კვლევა:

** ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (მაგ. დაავადებების პრევალენტობა, სიკვდილიანობა, ქრონიკული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები);
** სახელმწიფო უწყებების ღია მონაცემები;
** საჭიროების შემთხვევაში — მოდელირებული შეფასება (estimation).

ხარისხობრივი კვლევა:

ინტერვიუები:

** პედიატრებთან;
** პალიატიური ზრუნვის სპეციალისტებთან;
** სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან;
** სერვისის მიმღები ოჯახების წარმომადგენლებთან (ეთიკური სტანდარტების დაცვით).
** ფოკუს-ჯგუფები (საჭიროების შემთხვევაში).

ეთიკური მოთხოვნები:

კვლევის შემსრულებელმა ვალდებულია:

** დაიცვას კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპები;
** არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე გამოიყენოს ეთიკური სტანდარტები;
** საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს ეთიკური ნებართვა.

მოსალოდნელი შედეგები (Deliverables):

კვლევის შედეგად შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს:

საბოლოო კვლევითი ანგარიში, რომელიც მოიცავს:

** მეთოდოლოგიას;
** მონაცემების ანალიზს;
** გრაფიკებსა და ცხრილებს;
** დასკვნებს.

რეკომენდაციების თავი, მათ შორის:

** სახელმწიფო პოლიტიკისთვის;
** სერვისების განვითარებისათვის;
** დაფინანსების მოდელების შესაძლო ვერსიები.
** მოკლე პოლიტიკის დოკუმენტი (Policy Brief) — მაქს. 5-7 გვერდი.
** საჭიროების შემთხვევაში — პრეზენტაცია (PowerPoint) დაინტერესებული მხარეებისთვის.

ვადები

** კვლევის სავარაუდო ხანგრძლივობა: 8-12 კვირა ხელშეკრულების გაფორმებიდან.

შემსრულებლის კვალიფიკაცია:

კვლევის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს:

** ჯანმრთელობის ან სოციალური პოლიტიკის კვლევის გამოცდილება;
** ბავშვთა ჯანმრთელობის/პალიატიური ზრუნვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის უნარები;
**ანგარიშის მომზადების დადასტურებული გამოცდილება.

ანგარიშგება და კოორდინაცია:

კვლევის მიმდინარეობისას შემსრულებელი ვალდებულია:

** წარადგინოს შუალედური ანგარიში;
** იმუშაოს დამკვეთთან შეთანხმებით;
** ყველა ძირითადი გადაწყვეტილება შეათანხმოს დამკვეთთან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე საინიციატივო ჯგუფს.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ, ელფოსტაზე i.vetsko@childrenshospice.org.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** სრული ინფორმაცია ორგანიზაციის/საინიციატივო ჯგუფის და ხელმძღვანელის შესახებ; (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და სხვა);
** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ; (ტექნიკური წინადადება; სამუშაო გეგმა და ვადები; გუნდის შემადგენლობა და CV-ები; ეთიკური მიდგომის აღწერა; ხარისხის კონტროლის მექანიზმები)
** ტექნიკური წინადადება (დოკუმენტი, რომელიც აღწერს როგორ შესრულდება დავალება, კერძოდ: ა. კვლევის მიზნისა და ამოცანების გაგება ბ. შემოთავაზებული მეთოდოლოგია გ. კვლევის დიზაინი და ინსტრუმენტები დ. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის გეგმა ე. ეთიკური მიდგომა ვ. ხარისხის კონტროლის მექანიზმები ზ. რისკები და მათი მართვა თ. მოსალოდნელი შედეგები (deliverables)
** ბიუჯეტი;
** გამოცდილება (შესრულებული კვლევები წყაროს მითითებით);
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე