Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=689923&print=yes&view=jobs
 
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
შპს "ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტერის პოზიციაზე.

სექტორი: საბუღალტრო მომსახურება
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქ. #1
ანაზღაურება: შეთანხმებით და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი დადგენილი სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარირება და ბიუჯეტის მიმართ ვალდებულების შესრულება;
** ფინანსური და სხვა (მათ შორის SARAS-ში წარსადგენი) ანგარიშების მომზადება;
** აუდიტორებისთვის (მათ შორის საგადასახადოსთვის) ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** გადარიცხვების წარმოება და მონიტორინგი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და კონტროლი;
** დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა;
** სხვა საბუღალტრო საქმიანობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** 4+ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მმართველობითი აღრიცხვისა და ანგარიშგების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. საბუღალტრო პროგრამა "FMG"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის უნარი;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@abs.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.

გთხოვთ:

** მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
** CV-ს სახელწოდებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
** CV-ში დაამატოთ თქვენი სურათი.
** მეილში მიუთითოთ მინიმალური მოსალოდნელი ხელფასი.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია