|
დასახელება:
შემცვლელი მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ათასწლეულის სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლოდ გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში.
ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტების გაცნობა შესაძლებელია სკოლის ვებგვერდზე: http://www.millennium-school.org
შპს "ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს შემცვლელი მასწავლებლის / დამრიგებლის პოზიციაზე.
შემცვლელი მასწავლებლის / დამრიგებლის ძირითადი მოვალეობები:
** სასწავლო პროცესისა და კლასის ყოველდღიური რეჟიმის უზრუნველყოფა იმ პერიოდში, როდესაც ძირითადი მასწავლებელი ან დამრიგებელი დროებით ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს;
** მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნა;
** საკლასო კულტურისა და პოზიტიური ქცევის სტანდარტების შენარჩუნება;
** წინასწარ მომზადებული საგაკვეთილო გეგმებისა და სკოლის მიერ მოწოდებული რესურსების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
** მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და პასუხისმგებლობის წახალისება;
** თანამშრომლობა საფეხურის კოორდინატორთან, საგნობრივ მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და ადმინისტრაციასთან;
** საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან კომუნიკაცია სკოლის შიდა წესების შესაბამისად;
** სკოლის პროექტებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.
მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მზაობა.
სამუშაო საათები: 9:00-17:00
ანაზღაურება შეთანხმდება შერჩეულ კანდიდატთან.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org
აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 26 დეკემბრისა.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org
|
|
|
|