|
დასახელება:
HRC პრესელერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია ორბიტა
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://orbita.ge/
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას HRC პრესელერის (ჰორეკას მიმართულებით სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** HRC მიმართულებით ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** HRC მიმართულებით მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** HRC ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი;
** კომპანიის სასარგებლოდ მოძრავი ან უძრავი ქონების გირავნობით ან იპოთეკით უზრუნველყოფა.
ხელფასი:
** სახელფასო ბიუჯეტი: 2800 ლარი.
** ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1200 ლარი + ბონუსი.
პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sh.khidureli@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება HRC პრესელერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: შოთა ხიდურელი
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|