Робота для біженців з України
მოლარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: სამორინე ეკლიფსი
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
სამორინე "ეკლიფსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი კრიტერიუმები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თურქული და ინგლისური ენების ცოდნა A2 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დღის და ღამის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას კომპანიის ხარჯზე.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არ მქონე კანდიდატებისთვის კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგს;

ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: jobEclipse@aug.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯიას" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: jobEclipse@aug.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე