|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
მირა
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
"მირა" — 21 წლის გამოცდილების მქონე წამყვანი კომპანია გათბობის, ელექტრობისა და გენერატორების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალური მომსახურება და კონკურენტუნარიანი ფასები. "მირა" წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე და ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციულ კლიენტებს. 21-წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ სანდო გადაწყვეტილებები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა და მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებაზე.
ვაცხადებთ ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროდუქციის ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
** ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
** აუცილებელია B და C მართვის მოწმობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:30სთ-18:00სთ, დასვენება 2 დღე
** ხელფასი: 2000₾
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mira.ge (აღწერის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).
|
|
|
|