|
დასახელება:
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
კომპანია "ჭიტა" 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია "ჭიტა" იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს ინვენტარიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი/კვირაში 4 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა/გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
** ყოველდღიური მინი აღწერების ჩატარება წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ფილიალებში და სტატისტიკის წარმოება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკური აზროვნების უნარი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|