|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
კომპანია "ჭიტა" 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია "ჭიტა"იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე:
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:30-18:30;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ზრდის პერსპექტივით);
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის მართვა: სოც-მედია მენეჯერი; დიზაინერი; ტიკ-ტოკ კრეატორი-საფორთი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** შიდა ბრენდინგის მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა/განხორციელება კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
** მარკეტინგული კვლევების დაკვეთა/შედეგების კონტროლი;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზი;
** შესაბამისი მარკეტინგული არხების განვითარება;
** ბიუჯეტის შედგენა და პარამეტრების კონტროლი;
** სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზრის კვლევა, პოტენციალის, ტენდენციებისა და მოცულობის განსაზღვრა;
** მარკეტინგის მიმართულების ბიუჯეტირების, აქტივობების მომზადება, განხორციელება, მონიტორინგში და რესურსების ეფექტური განაწილება;
** საკომუნიკაციო არხების შერჩევა/განვითარება/მედია დაგეგმარება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|