Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=689742&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ინსერვისი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
ჩვენ ვართ საინჟინრო კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ოპერირებს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების ტექნიკურ მომსახურების სფეროში ქვეყნის მასშტაბით.

ვემსახურებით კომერციულ ობიექტებს, ბანკებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს.

კომპანიაში ტექნიკური განყოფილება წარმოადგენს ძირითად რგოლს და ყველაზე დიდ გუნდს.

კომპანიის განვითარების ეტაპზე ვეძებთ ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ტექნიკური გუნდის მართვაზე და მომსახურების პროცესების გამართულ მუშაობაზე.

რას ველით შენგან:

** ტექნიკური განყოფილების ყოველდღიური საკითხები ორგანიზება
** განყოფილებების შემადგენელი რგოლების და მათი ოპერაციების მართვა და კონტროლი
** გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების მართვა და კონტროლი
** ინჟინრების, მენეჯერების და ტექნიკური პერსონალის კოორდინაცია
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** საოპერაციო ნაწილში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
** განყოფილების მართის პრინციპების დახვეწა უკეთესი შედეგის მიღების მიზნით.
** მენეჯმენტისთვის მოკლე და გასაგები რეპორტების მომზადება

ვის ვეძებთ:

** ტექნიკური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება საინჟინრო სფეროში
** ტექნიკური გუნდის მართვის გამოცდილება
** პროცესების ორგანიზების და პასუხისმგებლობის აღების უნარი
** დისციპლინირებული, შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** ელემენტარული საოფისე პროგრამების (Excel და ა.შ.) ცოდნა

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში
** რეალურ გავლენას ტექნიკური პროცესების მართვაზე
** პროფესიულ განვითარებას
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@inservice.ge. სათაურით "ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია