|
დასახელება:
გეგმიური სამუშაოების მმართველი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
ჩვენ ვართ საინჟინრო კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ოპერირებს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების ტექნიკურ მომსახურების სფეროში ქვეყნის მასშტაბით.
ვემსახურებით კომერციულ ობიექტებს, ბანკებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს.
კომპანიაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პროცესს კომპანიის საქმიანობის სპექტრში.
კომპანიის განვითარების ეტაპზე ვეძებთ გეგმიური სამუშაოების მმართველ მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას გეგმიური სამუშაოების დაგეგმვაზე, მართვაზე და მომსახურების პროცესების გამართულ მუშაობაზე.
რას ველით შენგან:
** გეგმიური ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და კვარტლური გრაფიკების შედგენა
** ტექნიკური პერსონალისა და ჯგუფების კოორდინაცია
** სამუშაოების შესრულების მონიტორინგი ვადებისა და მოცულობების მიხედვით
** ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა და კონტროლი
** ტექნიკურ გუნდთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგების მომზადება
ვის ვეძებთ:
** ტექნიკური ან შესაბამისი პროფილის განათლება
** გამოცდილება მომსახურების, ოპერაციების ან გეგმიური სამუშაოების მართვაში
** ორგანიზებული და სისტემური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საოფისე პროგრამების (Excel და სხვა) საბაზისო ცოდნა
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში
** ჩამოყალიბებულ სამუშაო პროცესებს
** პროფესიულ განვითარებას
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@inservice.ge. სათაურით " გეგმიური სამუშაოების მმართველი მენეჯერი ".
|
|
|
|