|
დასახელება:
მასწავლებელი - პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
"SKILLWILL"-ის კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი.
პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:
** დაპროგრამების საფუძვლები c++
** ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება c++
** HTML და CSS
** JavaScript
** მონაცემთა ბაზები mySQL
** Node.js პროგრამირების ენა
** ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტი
** დარგობრივი ინგლისური - Software and Application Development
** დესკტოპ აპლიკაციები ElectronJS
** მობილური აპლიკაციების დეველოპინგი React Native (Expo) ბაზაზე
** მანქანური სწავლების ალგორითმები და ხელოვნური ინტელექტი (Python)
** ვერსიების კონტროლი Git
** პრაქტიკული პროექტი- პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი/ბათუმი
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 დეკემბერი.
გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.edu.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|