|
დასახელება:
საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებელი - გრაფიკული დიზაინი
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
"SKILLWILL"-ის კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - გრაფიკული დიზაინი.
პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:
** დიზაინის პრინციპების გამოყენება;
** რასტრული გრაფიკა 1 (Adobe Photoshop);
** რასტრული გრაფიკა 2 (Adobe Photoshop);
** ვექტორული გრაფიკა - Adobe Illustrator;
** ვექტორული გრაფიკა - CorelDRAW;
** ციფრული და ბეჭვდური პუბლიკაციის შექმნა - Adobe InDesign;
** დოკუმენტის ვიზუალური მასალით გაფორმება და ბეჭდვისთვისმომზადება;
** ვიზუალური ბრენდინგისა და იდენტობის შექმნა;
** UI/UX პრინციპები და შესავალი;
** 2D ანიმაციის პრინციპები;
** თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება (AI, AR, VR) გრაფიკულ დიზაინში;
** დარგობრივი ინგლისური ენა გრაფიკული დიზაინერისთვის;
** პრაქტიკული პროექტი / პორტფოლიო;
** გრაფიკული დიზაინის გამოყენება თამაშების შექმნასა და სამგანზომილებიან გრაფიკაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 დეკემბერი.
გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.edu.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|