Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=689725&print=yes&view=jobs
 
შეფ დე პარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარდი
მომწოდებელი: Brod
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

რესტორან "Brod"-ის გუნდში ვეძებთ შეფ დე პარდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: თვიური საშუალო 1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება, რეცეპტებისა და ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სამზარეულოს საოპერაციო პროცეუდრებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების გათვალისწინება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება, HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ-მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
** სამზარეულოს სრული ინვენტარის/მოწყობილობების ეფექტური ზედამხედველობა
** დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
** საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად
** სამზარეულოს დასუფთავების პროცესებში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 599305580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია