Робота для біженців з України
სტიუარდინგის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდინგის ზედამხედველი
მომწოდებელი: Brod
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

რესტორან "Brod"-ის გუნდში ვეძებთ სტიუარდინგის ზედამხედველს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: თვიური საშუალო 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს სივრცეების, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** ტექნიკის, აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა
** სამრეცხაოს ტექნიკასთან მუშაობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ეფექტური თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან, მათი დახმარება და ხელშეწყობა სამუშაო პროცესში, საჭიროებისამებრ
** სამრეცხაოს გუნდის მართვა, მათი დატრენინგება და გადამზადება
** სამრეცხაოს შესყიდვების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სამრეცხაოს სასაწყობე სივრცის მონიტორინგი, მონაცემთა აღრიცხვა და დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლიანობა, გუნდურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 599305580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე