|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
Brod Bakery
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.
საცხობის "Brod Bakery"-ის გუნდში ვეძებთ ბარისტას არასრული განაკვეთით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 6-საათიანი ცვლები
ანაზღაურება: თვიური საშუალო 950 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
** მენიუს ცოდნა შემადგენლობისა და ალერგენების გათვალისწინებით
** ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით
** სენდვიჩებისა და მსგავსი მცირე კვების პროდუქტების მომზადება
** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი, საჭიროებისამებრ
** სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
** შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
** ობიექტის სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** ანგარიშსწორების პროცედურების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|