Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=689714&print=yes&view=jobs
 
შემდუღებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: კონსტრაქშენ გროუპი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "შპს კონსტრაქშენ გროუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდუღებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ გამზადებული ნახევარ ფაბრიკატების შედუღება მოცემული ნახაზების მიხედვით;
** საშუალო სირთულის დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების ხელით შედუღება;
** მილებისა და დამხშობების ჟანგბადით ჭრა;

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შემდუღებლის ან სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** სპეციალური განათლება (შემდუღებლის კურსები) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
** საშუალო განათლება;
** სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

** გრაფიკი/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;
** ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 021223

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია