Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Ø Store
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ჰოლდინგის გუნდი ახალ სივრცეს - Ø Store-ს ქმნის, რომელშიც მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც პროდუქციის შერჩევა, ასევე F&B მომსახურების მიღება; მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ცნობილი კონცეპტუალური სივრცეების წამყვანი ევროპული ბრენდები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, დეკორი და სხვა).

"Ø Store" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის #64
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სახელფასო განაკვეთი: თვიური 1100 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან, დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
** პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
** F&B სივრცის (არაალკოჰოლური სასმელების ბარის) პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა HACCP-სტანდარტების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 599305580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე