|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ლუტეცია
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
"ლუტეცია" პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყობილი პერსონალი.
კომპანიის ვებგვერდია http://www.lutecia.ge
"ლუტეცია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 სააათიანი სამუშაო დღე);
ანაზღაურება: ფიქსირებული + მოქნილი საბონუსე სისტემა
დასვენება - თვეში 6 დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** ბრენდების პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის მენეჯერისთვის;
** ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა, პროდუქციის ვარგისინობა და ვადების კონტროლი
** მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების პრინციპები, მერჩენდაიზინგის საფუძვლები, მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი უპირატესობები, მომსახურების სრული სპექტრი;
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემის, აღწერა-ჩაბარების საფუძვლები;
** ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც დადგენილია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 6 თვე);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@lutecia.ge და "subject"-ში თბილისის ფილიალის შემთხვევაში მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტი" დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|