Робота для біженців з України
გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობა განხორციელებაზე ზრუნვა;
** ბაზრის კვლევა, მისი მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის
წარდგენა; მათ შორის პორტფელის ზრდაზე ორიენტირება.
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** მომხმარებლებისთვის, როგორც საცალო ასევე საბითუმო შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა;
** კონფერენციებზე, შეხვედრებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებზე დასწრება;
** ბრენდის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, მარკეტინგის მენეჯერთან ერთად.
** მარკეტინგული აქტივობებისა და ეფექტიანობის განსაზღვრა, ციფრულ პლატფორმებზე რეკლამის გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების პროცესების ორგანიზება.
** სადისტრიბუციო შიდა ქსელის გაძლიერება. შესასრულებელი გეგმების ფორმირება, მათი შესრულების მონიტორინგი.
** დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის შექმნა და თანამშრომელთა მოტივაცია hr განყოფილებასთან ერთად;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** სოციალური ქსელის მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის გამართულად და ხარისხიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ახალი იდეების გენერირება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე
გაყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ
განსაზღვრული პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის, ან მონათესავე სფეროებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე