Робота для біженців з України
ექსპედიტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპედიტორი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"T&R DISTRIBUTION" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ განხორციელებული შეკვეთის დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო და დროული მიწოდება;
** პროდუქტი - საყოფაცხოვრებო ქიმია.
** სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერი, ფრთხილი ექსპლუატაცია.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება - B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია დისტრიბუციაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული
** პასუხისმგებლობიანი
** პუნქტუალური
** კეთილსინდისიერი
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** სტაბილური

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეას ქ. 60ა.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი (საშუალოდ თვეში 1800 ლ +)
** სტაბილური სამსახური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@trd.ge. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ექსპედიტორი.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე