Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=689698&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გიგლსი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

კომპანია "Giggles" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ავალიშვილის #12
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (შაბათ-კვირა დასვენება)
ანაზღაურება: თვიური 1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა
** შეკვეთის მიწოდების ვადების/კონტროლისა და მიღების პროცედურების მართვა
** პროდუქციის სწორი სახეობის, რაოდენობისა და სხვა მახასიათებლის დაზუსტება, შესყიდვების პროცესის დაგეგმვა
** ეფექტური კომუნიკაციის მართვა კომპანიის შიდა/გარე დაკავშირებულ პირებთან, მომწოდებლებთან
** შესყიდვების გეგმის შემუშავება, გაყიდვების პროგნოზებისა და მარაგების საჭიროებების გათვალისწინებით; შესყიდვების მონაცემებთა დამუშავება
** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა
** კოლექციების/პროდუქტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა
** საბაჟო პროცედურების სრული კოორდინაცია/დოკუმენტირება
** შესყიდვების სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზი
** შესყიდვების განხორციელება კომპანიის სრული მასშტაბით, მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც პროდუქტის, ასევე სხვადასხვა სერვისების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია