Робота для біженців з України
საუზმის შეფ მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის შეფ მზარეული
მომწოდებელი: აპარტოტელი ლე პორტ
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
ბუტიკ აპარტ ჰოტელი ლე პორტ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს საუზმის შეფ მზარეულის პოზიციაზე, ქ.ბათუმში.

საუზმის შეფ მზარეულის სამუშაო მოვალეობები:

** საუზმის მენიუს მომზადება და სტუმრებისთვის დროულად მიწოდება
** არსებული მენიუს განახლება და სიახლეების დანერგვა
** სეზონური და ინოვაციური კერძების შემუშავება
** პროდუქციის სწორად მიღება, შენახვა და რაციონალურად გამოყენება
** ჰიგიენისა და კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
** ნედლეულის ხარჯვის კონტროლი და მარაგების დროული ინფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კრეატიულობა და მენიუს დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისწრაფე და ორგანიზებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Megi Diasamidze megi.diasamidze@leport.ge, არაუგვიანეს 30 დეკემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე