Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აპარტოტელი ლე პორტ
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
ბუტიკ აპარტ ჰოტელი ლე პორტ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქ.ბათუმში

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეასრულოს მიღება-განთავსების მოვალეობები, შეხვედრის, მისალმების და სტუმრის საჭიროებების დაკმაყოფილების ჩათვლით.უზრუნველყოს მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის მომსახურება
** უზრუნველყოს სტუმრის რეგისტრაციის პროცესი სტანდარტების დაცვით;
** უზრუნველყოს სისუფთავე მის სამუშაო ადგილას;
** შეასრულოს ზოგადი საოფისე მოვალეობები, მიმოწერის, იმეილების, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს დეპარტამენტის სწორი ფუნქციონირება
** ეფექტურად მართოს რეზერვაციის ყველა წყარო და უზრუნველყოს, რომ ყველა ჯავშანი სწორად იქნას აღრიცხული;
** უზრუნველყოს ჯავშნებისა და გაუქმებების სწორი აღრიცხვა;
** ინფორმირებული იყოს განახლებული ფასებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ, რათა სტუმარს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.
** მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის დეპარტამენტებს სისუფთავის, ტექნიკური პრობლემების შესახებ;
** განკარგოს ზოგადი ფულადი სისტემები და იმოქმედოს აკურატულად;
** დაესწროს ყველა ტრეინინგს
** გაეცნოს სახანძრო უსაფრთხოების პროცედურებს და მონაწილეობა მიიღოს ევაკუაციის პროცესში ხანძრის შემთხვევაში
** შეასრულოს ყველა დამატებითი მოვალეობები კომპეტენციის ფარგლებში;
** დაიცვას გრუმინის წესები სტანდარტების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პროფესიული უნარები:

** დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ, ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დავალებების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური დელეგირების უნარი;


პიროვნული უნარ/ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი;



ჩვენ გთავაზობთ:

ეფექტური მომსახურების სტანდარტების შესწავლას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Megi Diasamidze megi.diasamidze@leport.ge, არაუგვიანეს 30 დეკემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე