Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე - მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დეპარტამენტში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს სათავო ოფისი;
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე საკომუნიკაციო დონეზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე