Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: გენომიქსი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი შპს "გენომიქსი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სამუშაო სივრცეების ყოველდღიური და გენერალური დასუფთავება დადგენილი გრაფიკისა და სტანდარტების შესაბამისად;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** ნარჩენების შეგროვება და გატანა შენობის გარეთ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

სავალდებულო უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე და სამუშაოს ხარისხზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 09:00-17:00 საათი, პარასკევი 09:30-17:30 საათი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცინცაძის ქ. №15.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@genomics.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591363363.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს გენომიქსი-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: info@genomics.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: თბილისი, ცინცაძის ქ. #15.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე