Робота для біженців з України
აღმზრდელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელის თანაშემწე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 იანვარი
"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრში აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: WVG- აღმზრდელის თანაშემწე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში 30 საათი.
პოზიციის მიზანი: დღის ცენტრის აღსაზრდელების ზედამხედველობა, აღმზრდელის დახმარება.

ძირითადი მოვალეობები:

** აღმზრდელთან ერთად პასუხისმგებელია დღის ცენტრის აღსაზრდელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე;
** აღმზრდელის დახმარება სარეჟიმო პროცესების წარმართვაში;
** პასუხისმგებელია ჯგუფში სისუფთავის დაცვაზე;
** აღსაზრდელებთან მიმართებაში რაიმე სახის პრობლემის ან ინდივიდუალურად დასარეგულირებელი საკითხების არსებობის შემთხვევაში აღმზრდელის ინფორმირება;
** დღის ცენტრის აღსაზრდელების მშობლებთან ურთიერთობა;
** ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** ჩვილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** განათლება ბავშვთა ადრეული განვითარების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ პოზიციის სახელწოდება WVG -აღმზრდელი თანაშემწე - თბილისი მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 7 იანვარი
ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
** ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონის შესაბამისად.

"World Vision საქართველოს"მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

"World Vision საქართველო"არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე