Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) აცხადებს ვაკანსიას - პროექტის მენეჯერის პოზიციაზე "Juniper Travel Technology"- ის ინტეგრაციისთვის.

"კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) 2010 წლიდან აერთიანებს ტურიზმის სფეროს ლიდერ კომპანიებს საქართველოში. ჰოლდინგი მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. GASA - გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული. ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia. GDM - შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული. პარტნიორობს გალფისა და დსთ-ს ქვეყნებთან.

პოზიციის მიზანი:

პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელია " Juniper Travel Technology "-ის პროექტის სრულ ციკლზე — დაგეგმვიდან განხორციელებამდე და დასრულებამდე. მისი მიზანია პროექტის დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში და ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად შესრულება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური კოორდინაციის გზით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა და მართვა
** პროექტის მიზნების, მოცულობის (scope) და ვადებისა განსაზღვრა
** დეტალური პროექტის გეგმის, სამუშაო გრაფიკის (timeline) და რესურსების განაწილების შემუშავება
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება და რისკების მართვის გეგმის შექმნა
** გუნდის კოორდინაცია
** პროექტში ჩართული გუნდის წევრების მართვა და ამოცანების განაწილება
** გუნდის მოტივაციისა და პროდუქტიულობის უზრუნველყოფა
** შიდა შეხვედრების დაგეგმვა, ტრენინგებზე დასწრება და შედეგების კონტროლი
** კომუნიკაცია შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან (მენეჯმენტი, პარტნიორები, მომწოდებლები)
** პროექტის პროგრესის რეგულარული რეპორტინგი
** ცვლილებების მართვა და შეთანხმება შესაბამის მხარეებთან
** ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი
** ხარისხის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მენეჯმენტი, ტურიზმი)
** პროექტების მართვაში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკური ან ციფრული პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ცოდნა და უნარები:

** პროექტის მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა
** დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** ტექნიკური უნარები
** პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (მაგ. Jira, Trello, Asana, MS Project)
** MS Office-ის კარგი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:00 სთ
ლოკაცია: კოსტავას ქ. N 14

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cth.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე